პანდემიის გამო სილქნეტი მომსახურების ცენტრებს დროებით კეტავს

Tbilisi Daily

15 სექტემბრიდან სილქნეტის მომსახურების ცენტრები თბილისსა და რეგიონებში დროებით დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიიღო. ასევე, აღნიშულია, რომ მომხმარებლებს ნებისმიერი ტიპის მომსახურების მიღება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ