კრისიზი სამეფოში და “არასასურველი” სტუმარი
Middleeast Report
ნავთობის ბაზარზე კრიტიკულმა ვარდნებმა და კორონავირუსის პანდემიამ საუდის არაბეთის ეკონომიკასაც მძიმედ შეეხო.
სამეფომ მსოფლიო ბანკიდან გარკვეული ოდენობის თანხის სესხება სურს და ამასთან ერთან ხარჯებს აცმირებს.
ამ ორი ფაქტორის გარდა, საუდის არაბეთის ბიუჯეტს მძიმედ უჯდება იმენში წარმოებული ომი. უკვე 5 წელია, რაც რიადი სამოქალაქო ომშია ჩართული ჰადის მთავრობის მხარეზე, თუმცა უშედეგოდ. ომს ბოლო არ უჩანს. საუდის არაბეთი იქიდან დამარცხებული ვერ გამოვა, რადგან ეს მათ პრესტიჟს შელახავს, მაგრამ ამავე დროს მათ ვერ ახერხებენ სიტუაციის ხელში აღებას. ჰუსიტები სულ უფრო გაძლიერდნენ და პოზიციებს არ თმობენ, ხოლო სამწფოს მოკავშირეები მათ ღალატობენ.
Arabi-21 ცნობით, სამეფომ იემენის იფიციალურ მთავრობას წერილი გაუგზავნა, ეს იყო წერილი-მიმართვა, სადაც მათ მიანიშნეს, რომ ამიერიდან სამეფო ვერ უზრუნველყოფდა მათ ფინანსურ მხარდაჭერას და მთავრობას სამეფოში “არსებობისთვის” უნდა “გადაეხადა”
ჰადის “შენახვა” სამეფოს 100 მლრდ აშშ დოლარი უჯდება.
რამდენიმე დღის წინ, ტვიტერში გაავრცელეს წერილის სურათები, სადაც ჰადის მთავრობის წარმომადგენლებს აცნობეს, რომ თვის ბოლომდე მათ შეინახავდნენ, ხოლო შემდეგ მათ თავიანთი სახსრებით უნდა ეცხოვრათ სამეფოში.
#politics
#news
#opinion
#events
#religion
#saudiarabia
#yemen
#civilwar
#hadi
#government
#middleeast
#gulf
#houthis
#ახალიამბები
#საუდისარაბეთი
#იემენი