მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიანეთში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჩავარდნილი გზა , წაღებული ხიდი და მეწყრული პროცესები - სტიქია მაღალმთიან აჭარაში. ხულოში ოთხი სოფლის მოსახლეობა გზის გარეშეა დარჩენილი. დიდაჭარა-საციხურის საავტომობილო გზის მონაკვეთს ადიდებულმა მდინარემ ნიადაგი გამოაცალა.სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ხელს უამინდობა უშლის.
როდის აღდგება მოძრაობა სრულად შუახევი-ზამლეთის მონაკვეთზე, სადაც ქვის ლოდები ჩამოიშალა და რა ვითარებაა ამ წუთებში ქედაში, ხულოსა და გოდერძის უღელტეხილზე, იქ სადაც უამინდობამ ასევე პრობლემები შექმნა.