ავტოსაგზაო შემთხვევას გორში 12 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

Pirveliradio Ge

გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მამაკაცი, რომელიც ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა და შვილი კალთაში ეჯდა, საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილი ბავშვის მამა (მძღოლი) დაკავებულია. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.