Facebook-ზე პოზიციის დაფიქსირებისთვის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ეთერიდან მოხსნეს

On.ge

პირდაპირი ეთერი აჭარის ტელევიზიის კიდევ ერთ ჟურნალისტს შეუზღუდეს. თეონა თურმანიძეს ახალი ხელმძღვანელობა Facebook-ზე დაწერილ პოსტს უწუნებს და მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის გამოხატვამ ტელევიზიის იმიჯი დააზიანა. "მივიღე საყვედური სოციალურ ქსელში პოზიციის დაფიქსირების გამო, რომელიც ეხება მაუწყებელს. ეთერიდან დირექტორმა მომხსნა, ვიდრე მოკვლევა დასრულდება. ხვალ ეთერში არ ვიქნები, არც ზეგ. მერე ვნახოთ", — დაწერა თეონა თურმანიძემ Facekoob-ზე. მან On.ge-ს მიაწოდა მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის ბრძანებაც, სადაც ის ჟურნალისტის მიერ აქამდე დაწერილ პოსტებსაც ახსენებს. #news https://on.ge/story/54687-facebook-%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9F%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A1