უკრაინამ Starlink-ის ტერმინალების ახალი პარტია მიიღო

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის განცხადებით უკრაინამ პოლონეთიდან Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის ტერმინალების მესამე პარტია მიიღო. Starlink-ის ტერმინალების ნაწილი უკვე გაიგზავნა „უძლეველობის პუნქტებში“, ნაწილი კი - ენერგეტიკისა და სამედიცინო სექტორის მხარდასაჭერადაა განკუთვნილი. სატელიტური ინტერნეტ სერვისი უკრაინას საშუალებას აძლევს უშუქობის დროს ინტერნეტზე წვდომა ჰქონდეთ. უკრაინამ, საერთო ჯამში, Starlink-ის დაახლოებით 20 000 ტერმინალი მიიღო.   https://www.radiotavisupleba.ge/a/32202184.html

Source: radiotavisupleba.ge