Ზურა ჯაფარიძე: აზრზე არ ვარ, ვინ შედის პარლამენტში და ვინ - არა
Tbilisi Daily
აზრზე არ ვარ, ვინ შედის პარლამენტში და ვინ - არა
. ზოგადად, ოპოზიციის პოზიციაა, რომ თუ მოლაპარაკების მაგიდასთან რამე შეთანხმება არ მოხდა, პარტიები არ შედიან. ეს შემიძლია გითხრათ. პრეზიდენტმა დანიშნა პარლამენტის პირველი სხდომა, რომელიც სამ დღეშია შესაბამისად, მნიშვნელოვანი შეხვედრა შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ქართული ოცნება“ მოსულია კონკრეტული წინადადებით, იქიდან რაღაც პუნქტები გუშინაც გავიარეთ. რაღაც პუნქტებზე შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არის პრინციპული პუნქტები, რომლებზეც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პოზიციების ერთმანეთისგან ძალიან შორსაა“,-აღნიშნა ჯაფარიძემ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებს Facebook პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.