სანქციების შედეგად, რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს წვდომა 12.5 მილიარდი ევროს ქონებაზე
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, რუსმა ოლიგარქებმა უკვე დაკარგეს წვდომა 12.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების იახტებზე, ვერტმფრენებზე, ნახატებზე, სახლებსა და სხვა ქონებაზე.
ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგანდმა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს უთხრა, რომ დაბლოკილი ქონების საერთო ღირებულება, აპრილში შეადგენდა 6.7 მილიარდ ევროს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა თითქმის გაორმაგება იმით ახსნა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში, განსაკუთრებით გერმანიაში, გამოვლენილი და დაბლოკილია რუსი ოლიგარქების დიდი ქონება.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის სანქციები აქვთ დაწესებული აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს და მსოფლიოს სხვა სახელმწფოებსაც.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31905840.html
Source: radiotavisupleba.ge