აშშ-ში შესაძლოა 51-ე შტატი შეიქმნას

Headline

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პარასკევს, 26 ივნისს, დედაქალაქ ვაშინგტონის სტატუსთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართება, რომელიც მისი 51-ე შტატად ქცევის პერსპექტივებს ეხება. ამჟამად ვაშინგტონი ამერიკის არცერთი შტატის შემადგენლობაში შედის და ის ცალკეულად, კოლუმბიის ფედერალურ ოლქს მიეკუთვნება. წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის განცხადებით, ის ფაქტი, რომ სხვა შტატებთან შედარებით ოლქს შედარებით დაბალი სტატუსი აქვს, “სრული უსამართლობაა”. “ჩვენ შევცვლით ამ უსამართლო მიდგომას, რომელიც დემოკრატიასთან მოდის წინააღმდეგობაში”, - აღნიშნა პელოსიმ. ზემოხსენებული ინიციატივის ავტორები დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენები არიან, რომლის წევრი თავად ნენსი პელოსიც არის. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. USA state new 51 congress house headline