ბათუმში კიდევ ერთი 32 წლის ინფიცირებული გარდაიცვალა

Batumi Daily

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 603 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 7 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი 32 წლის ქალია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 32 წლის ქალი ბათუმის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა, მას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და ინსულინდამოკიდებული იყო. რაც შეეხება 45 წლის გარდაცვლილ პაციენტს, ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობას, მას ჰქონდა თანმხლები დაავადება - ესენციური ჰიპენტეზია. აჭარაში, ასევე გარდაიცვალა ორი, 55 და 57 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი. უწყების ინფორმაციით, მათგან ერთს გულის ათეროსკეროზი და უკმარისობა, მეორეს კი არტერიული ჰიპერტენზია და შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმში 32 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გუშინ, 13 ნოემბერსაც გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ##batumidaily ##აჭარა ##ბათუმი ##ახალიამბებიაჭარაში