გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ შემაჯემებელი ოქმი შეადგინა
Gori Daily
გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციამ შემაჯამებელი ოქმი უკვე შეადგინა და გიორგი ხოჯევანიშილს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ კომიისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გორი-კასპის ოლქში გამარჯვებულად გამოცხადებულია გიორგი ხოჯევანიშვილი.
შემაჯემებელ ოქმს ხელი არ მოაწერეს კომისიაში ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს'' წევრებმა. მალხაზ მირუაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა კომისიის სხდომაზე განცხადება ზეპირად გააკეთეს, ხოლო ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ავადმყოფოფის გამო, სხდომას არ ესწრებოდა.
მალხაზ მირუაშვილი განმარტავს, რომ შემაჯამებელი ოქმი ცესკოს უკვე გადაუგზავნეს და საბოლოო შედეგებს ცენტრალურ ოფისში გამოაცხადებენ.
ცესკოს ვებ-გვერდზე კი საბოლოო მონაცემები ასეთია:
გიორგი ხოჯევანიშვილი (ქართული ოცნება) - 41 333 (55,58%)
ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 20 790 (27,96%)
კობა მაზანაშვილი (პატრიოტტა ალიანსი) - 2940 (3,95%)
ირაკლი ოქრუაშვილი (ირაკლი ოქრუაშვილი - ერთიანი საქართველო) - 2623 (3,53%)
პაპუნა კობერიძე (ლელო საქართველოსთვის) - 2495 (3,36%)
ლევან თარხნიშვილი (ევროპული საქართველო) - 2205 (2,97%)
პარალელურად, საპროტესტო აქცია გაიმართა. აქ ის პარტიები იყვნენ, რომელთა საჩივრები გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომრემ არ დააკმაყოფილა.
თავმჯდომარის განკარგულებები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა გორის სასამართლოს მოსამართლეებმა საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებები კანონიერად მიიჩნიეს და ძალაში დატოვეს.
გაერთიანებული ოპოზიციის საჩივრების არდაკმაყოფილების საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ დავა არაუფლებამოსილმა პირებმა დაიწყეს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#არჩევნები
#ახალიამბები
#გორი
#goridaily
წყარო: qartli.ge