კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 26 მილიონს გადააჭარბა
Tbilisi Daily
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 26 მილიონს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 26,037,404 შემთხვევა დადასტურდა, 863,128 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 17,295,062 - გამოჯანმრთელდა.
ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც კორონავირუსის 6,114,768 შემთხვევა დაფიქსირდა.