ქობულეთის სასულიერო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ორ მოსწავლეს დაუდასტურდა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
კორონავირუსით წმინდა კირიონ მეორის სახელობის სკოლის კიდევ 2 მოსწავლე დაინფიცირდა. მოზარდების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო დაწესებულებაში დაწყებითი კლასის 9 მოსწავლე და 3 პედაგოგია კოვიდდადებითი. 10 მარტის შემდეგ სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.