კორონავირუსში გამოვლენილი 14 მუტაციიდან ერთი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს

Mediamall

ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერების განცხადებით, მათ კორონავირუსში მუტაცია აღმოაჩინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო გადამდები შტამი ევროპასა და შეერთებულ შტატებს მოედო და ის პირები, ვისაც ანტისხეულები უკვე აქვთ, შესაძლოა, კვლავ დაინფიცირდნენ. ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევრებმა კორონავირუსის ცილოვან კბილანებში 14 მუტაცია გამოავლინეს. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ, D614G, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. აღნიშნული საკითხი იმდენად აქტუალური აღმოჩნდა, რომ კვლევის დასკვნები ხელმისაწვდომი გახდა მის ანალიზამდე. მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთაგან მიღებული სინჯების 6000-ზე მეტი გენეტიკური თანმიმდევრობის ანალიზის მეშვეობით მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მუტირებული შტამი ვირუსის ყველაზე დომინანტურ ვერსიად ყალიბდებოდა ყველა იმ რეგიონში, სადაც ის აღმოაჩინეს.