მძარცველი ზუგდიდიდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე?
Sokhumi Daily
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, “აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, მიდიან თუ არა მძევლები და თავდამსხმელი მანქანით აფხაზეთის მიმართულებით”.
მისივე თქმით, ენგურის საგუშაგო დაკეტილია 19:00 საათიდან 07:00 საათამდე, ამ დროისთვის აფხაზეთთან საზღვრის გადაკვეთას ვერავინ შეძლებს.
”აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო რაზმის ძალები რუსეთთან ერთად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე”, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის პასუხისმგებელ ორგანოში.
შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდის ბანკში 21 ოქტომბერს მძევლები აიყვანა. ის ითხოვდა ნახევარ მილიონ დოლარსა და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას.
მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, კრიმინალმა გამოუშვა მძევლები და თვითონ უცნობი მიმართულებისკენ შეძლო გაქცევა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა