ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს

Tbilisi Daily

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კლინიკაში 4 მძიმე პაციენტია. მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დანარჩენების - საშუალო სიმძიმის ან მსუბუქი.