ძალადობა გორის ბავშვთა სახლში - მოვიდა აღმზრდელი, მოკიდა თეფშს ხელი და საჭმელი ურნაში ჩაუყარა

Tbilisi Daily

გორის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები ერთ-ერთი თანამშრომლის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. არასრულწლოვნები ასევე აღნიშნავენ, რომ არ არის საკმარისი საკვები და არც ჰიგიენის ნორმებია დაცული. აღსაზრდელებმა ამ მიზეზით პოლიციას უკვე მიმართეს. "ძალადობენ ჩვენზე. ჩემ ძმაზეც იყო ერთი ორი ფაქტი ძალადობის. საჭმელს გვიზღუდავენ, გვიყვირიან, შეურაცხყოფას გვაყენებენ თითოეულ ბავშვს", -- აცხადებს გორის ბავშვთა სახლის ერთერთი აღსაზრდელი. "სუფრაზე ვიჯექით, აღმზრდელებიც და აღსაზრდელებიც. ჭამის დროს ერთ ბავშვს გაეცინა, მოულოდნელად მოვიდა ერთი აღმზრდელი რატომ იცინიხარო, მოკიდა თეფშს ხელი და საჭმელი ურნაში ჩაუყარა," - აცხადებს კიდევ ერთი აღსაზრდელი, ტელეკომპანია "ფორმულასთან". პოლიციამ არასრულწლოვნები დაკითხა და მათი ჩვენებების საფუძველზე შესაბამისი გამოძიება დაიწყო.