სალათა იმერულად

Kutaisi Daily

ხუთი ექვსი ძირი სალათა დაარჩიეთ , დაჭერით და გარეცხეთ. ხუთ-ხუთი ძირი ქინძი და ცერეცო დაკეპეთ წმინდათ, აურიეთ გარეცხილ სალათაში, დააყარეთ ერთი კოვზი მარილი. დაასხით ორი კოვზი პროვანსის ზეთი , ნახევარი ჭიქა ცხარე ძმარი და მიირთვით. ინგრედიენტები : სალათა - 5 ან 6 ძირი ქინძი - 5 ძირი ცერეცო - 5 ძირი ზეთი - 2 კოვზი ძმარი - ნახევარი ჭიქა მარილი - 1 კოვზი. რეცეპტი ამოღებულია წიგნიდან ,,სამაგალითო სამზარეულო " , რომელიც 1915 წელს გამოიცა ქუთაისში. კრებული შედგენილია მეოჯახე ქალთა ჯგუფის მიერ. შენიშვნა - შესაძლებელია ფოტო ზუსტად არ შეესაბამებოდეს აღნიშნულ რეცეპტს, თუმცა ვფიქრობთ, ყველაზე ახლოს ამ რეცეპტთან ეს ფოტოა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #იმერულისამზარეულო #იმერეთი #სალათა #სალათაიმერულად #kutaisidaily