გორში ხანდაზმულთა თავშესაფარში ტესტირება ჩატარდა
Gori Daily
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში არსებულ, ხანდაზმულთა თავშესაფარში, ახალ კორონა ვირუსზე ტესტირება ჩატარდა. ნიმუშები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხებს ელოდებიან.
"ტესტირება ჩაატარა შიდა ქართლის დაავადებათა ეროვნული კონტროლის სამსახურმა. ვრჩებით სახლში და ველოდებით უარყოფით პასუხებს" , - განაცხადა ხანდაზმულთა თავშესაფრის წარმომადგენელმა ლუდა სალიამ.
როგორც იცით, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მუხუცთა თავშესაფრები იმ რისკ ჯგუფებში შეიყვანა, რომელთა მასიური ტესტირებაც იგეგმება.
#ტესტირება
#კორონავირუსი
#გორისმუნიციალიტეტი
#goridaily