მესამე დღეა მესტიის მუნიციპალიტეტში 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ
Tbilisi Daily
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მესამე დღეა 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, დილით 11 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.
ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან.
ფილფანების ოჯახი მესტიაში მოსკოვიდან პანდემიის დროს ჩამოვიდა.
საძიებო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველია ჩართული. გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს.