სახელმწიფომ ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიის მიმართ-რატიანი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=141627
სახელმწიფომ ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიის მიმართ-განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა, საპატრიარქოს და მთავრობის ერთობლივ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "ფორმულას" ეთერში.
"შემაშფოთებელია როდესაც ვხედავთ ადამიანის სიცოცხლის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას, ისეთი ინსტიტუციების მხრიდან როგორიც არის ეკლესია, საპატრიარქო და მეორე მხრივ ხელისუფლება. სახელმწიფომ ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა ეკლესიის მიმართ და სახელმწიფოს იურიდისდიქცია საქართველოს გარკვეულ ტერიტორიაზე არ ვრცელდება", - აღნიშნა რატიანმა.