„გუშინ თავისი ბინძური ფულითაც არჩევნების ყიდვით გაერთო..“
Gori Daily
ოპოზიციის კანდიდატი გორი - კასპის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" ლიდერს მიმართავს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყიდა .
"დღემდე ყველაფერი მიიტაცა, გუშინ თავისი ბინძური ფულითაც არჩევნების ყიდვით გაერთო. არავინ აპირებს ოლიგარქის ხუშტურებით ცხოვრებას პატრიოტი უფრო მეტია ამ ქვეყანაში ვიდრე შენი მონა მორჩილი ხალხი!", - წერს ბადრი ბასიშვილი.
ინფორმაციისთვის, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 38 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ბადრი ბასიშვილმა მიღებული ხმების 28, 07 % მიიღო.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#goridaily
#ახალიამბები
#არჩევნები
#გორი
წყარო: რადიო მოზაიკა