ამირან გამყრელიძის თქმით, ზოგ ლაბორატორიას ინფიცირებული რამდენიმე შემთხვევები "გაეპარა"
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ტესტირებაზე მომუშავე რამდენიმე ლაბორატორიამ ინფიცირებულ პირს კორონავირუსი ვერ დაუდგინა. მისი თქმით, იმის გამო, რომ ინფიცირებული შემთხვევები ზუსტად დადგინდეს "გარე კონტროლის" სისტემა აამუშავეს.
"რამდენიმე შემთხვევა აღმოჩნდა ზოგიერთ ლაბორატორიაში გაპარული - როცა გადამოწმდა აღმოჩნდნენ "არადადებითები" და დაუყოვნებლივ გადაყვანილები იქნენ", - თქვა მან.
კორონავირუსზე ტესტირებას საქართველოში არსებული 19 ლაბორატორია ატარებს. მათ ჯამში ინფიცირების 928 შემთხვევა დაადასტურეს. ინფიცირებული პაციენტებიდან 794 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30698255.html
#ახალი_ამბები
#twitter