კორონავირუსის ახალი შემთხვევები ოკუპირებულ აფხაზეთში
Sokhumi Daily
გუშინ, 10 ოქტომბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდა 230 ადამიანს, მათგან 87 ადამიანს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის კორონავირუსის ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბი.
10 ოქტომბრის მონაცემებით, გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში 163 ადამიანია მოთავსებული, მათგან 21 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია, 29 საშუალო სიმძიმის. გუშინ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსისგან 15 პაციენტი განიკურნა და გაეწერა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა