გორში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში კორონავირუსით 46 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს, მამაკაცს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია. თანასოფლელების თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი 2 წლისაა. ცნობილია ისიც, რომ იგი მკურნალობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში, შემდეგ კი კოვიდ სასტუმროში გადიოდა, თუმცა ოჯახის დაჟინებული თხოვნით ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, დაგვიანებული რეაგირების გამო მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #გორი #goridaily