კოსოვოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი შეეყარა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

როგორც შემოწმებამ აჩვენა, კოსოვოს პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით არის ავად. ავდულა ჰოტიმ 2 აგვისტოს განაცხადა, რომ მას მცირე ხველების გარდა COVID-19-თან დაკავშირებული სხვა სიმპტომები არ ჰქონია. "ამ დღიდან მოყოლებული მე თვითიზოლაციაში ვიქნები შემდეგი ორი კვირის განმავლობაში და ჩემს მოვალეობას სახლიდან შევასრულებ“, - დაწერა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა თავის ფეისბუკში. ავდულა ჰოტიმდე კორონავირუსი გადაიტანეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბრაზილიის პრეზიდენტმა, მონაკოს პრინცმა, რუსეთის პრეზმიერ-მინისტრმა, ბელარუსის პრეზიდენტმა და სხვა ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა. კოსოვოში კორონავირუსი კვლავ მძლავრად არის გავრცელებული. მხოლოდ ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა დაავადების 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30763592.html #ახალი_ამბები #twitter