აშშ-მა სანქციები დაუწესა როლდუგინს, ზახაროვასა და სხვებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-მა გააფართოვა რუსეთის იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო შემოღებული სანქციების სია, რომელსაც კიდევ 17 რუსის გვარი დაემატა. ხუთშაბათს აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ განახლებული სიაში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, პუტინთან დაახლოებული ჩელისტი, სერგეი როლდუგინი, ბიზნესმენი ალექსეი მორდაშოვი და მისი ცოლი, გოდ ნისანოვი და მორდაშოვის ორი შვილი.
სიაში არის რუსეთის ერთი ფედერალური მინისტრი, ირეკ ფაიზულინი, რომელიც საბინაო-კომუნალურ საქმეებს განაგებს და კიდევ რამდენიმე კრემლთან დაახლოებული როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო კომპანიების წარმომადგენლები.
უფრო ადრე სერგეი როლდუგინს, რომელიც მოსკოვში ცნობილია მეტსახელით „პუტინის საფულე“, ევროკავშირმა დაუწესა სანქციები სხვა პუტინის ახლო გარემოცვის ცნობილ წევრებთან ერთად.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31880571.html
Source: radiotavisupleba.ge