ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ პანდემიის მეორე წელი უფრო რთული იქნება
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია(WHO) დღეს გამართავს საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას, რომელზეც განიხილავენ დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის ახალი, უფრო გადამდები სახეობების გავრცელებას.
საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ვირუსების მუტაცია ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რაც უფრო სწრაფად ვრცელდება SARS-CoV-2, მით უფრო მეტია ახალი ვარიანტების წარმოქმნის შესაძლებლობა. ბოლო ხანს ახალი შტამები გამოავლინეს დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, საიდანაც ვირუსის ახალი სახეობები გავრცელდა რამდენიმე ათეულ ქვეყანაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის საგანგებო სიტუაციების პროგრამის ხელმძღვანელი მაიკლ რაიანი ინფექციის გავრცელების სწრაფ ტემპს და ახალ სახეობებს ასახელებს იმის მიზეზებად, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა, პირველზე უფრო რთული იყოს. საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების ახალი პიკი, თითქმის 5 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მაიკლ რაიანმა დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებულ ვითარებას პანდემიური შტორმი უწოდა, რასაც ხელს უწყობს წელიწადის ცივ დროს ადამიანების დახურულ შენობებში ყოფნა და ახალი შტამების გავრცელება.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალურად აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა 92 მილიონს აჭარბებს. ორ მილიონს უახლოვდება COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31045713.html
#ახალი_ამბები
#twitter
#covid19_-_ახალი_ამბები