ქუთაისის კლინიკაში 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
Kutaisi Daily
ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში ახალი კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალბატონმა დაამარცხა. საუკუნის ქალბატონი, რომელიც ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა. პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელი აღნიშნავს, ასაკის მიუხედავად, ქალბატონი აქტიურია და კლინიკაში სხვა პაციენტების გამხნევებას ცდილობს. ის კლინიკას უახლოეს ორ დღეში დატოვებს.
“ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები,”-ამბობს მაგდა კოსტავა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლეები #კორონავირუსი #kutaisidaily
topnews