ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დამოუკიდებელ კომიტეტს ქმნის
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეიქმნება დამოუკიდებელი კომიტეტი, რომელიც ორგანიზაციის მიერ პანდემიის შესაჩერებლად მიღებულ ზომებს და მთავრობების რეაგირებებს გამოიძიებს.
„ეს არ იქნება ანგარიში, რომელშიც უბრალოდ პუნქტებს მოვნიშნავთ და შემდეგ მას თაროზე შემოვდებთ დასამტვერად. ამ გამოძიებას სერიოზულად ვუდგებით“, - განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა,რომ კომიტეტს ახალი ზელანდიის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჰელენ კარტერი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი უხელმძღვანელებენ.