მეუფე დანიელი: დეკანოზ თადეოზის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეული, ეპარქია იმსჯელებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) სახარებისთვის შეუფრებელს უწოდებს დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას, სადაც ის ამბობდა, რომ ბავშვი თუ პარაზიტია, სჯობს პატარა მოკვდეს. დეკანოზის ქადაგება გუშინ გავრცელდა მედიაში.
"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას", - ვკითხულობთ მეუფე დანიელის განცხადებაში.
დეკანოზ თადეოზის ქადაგებაში, რომლის ვიდეოჩანაწერიც გავრცელდა, არმენოფობიულ განცხადებებს იყენებს და "გაფუჭებულ სომხებს" უწოდებს ადამიანებს. გარდა ამისა, პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩენდა "ქურდულ სამყაროს" და აღნიშნავდა, რომ "სამართალს ამბობდნენ".
"ახლა აშინებენ, რომ ისეთი ვირუსი გამოდის, თურმე, ბავშვებს უნდა დაეტაკოს. ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ. თქვენ მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ და გაცოცხლებთ, ბაბუ. თუ არადა თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, არც სპორტში ივარგე, მაშინ არ ჯობია პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?!" - ამბობდა დეკანოზი ქადაგების დროს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31071202.html
#ახალი_ამბები
#twitter