SpaceX-მა მცურავი კოსმოდრომის შესაქმნელად ინჟინრების ძებნა დაიწყო
Tbilisi Daily
SpaceX-მა ინჟინრების ძებნა დაიწყო, რომლებიც ახალი მცურავი კოსმოდრომის პროექტზე იმუშავებენ. შესაბამისი განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მცურავი კოსმოდრომი რაკეტის ეკვატორიდან გაშვების საშუალებას იძლევა, რითაც სპეციალისტებს დედამიწის ბრუნვის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება შეუძლიათ.
SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა დაადასტურა, რომ კომპანია ასეთ კოსმოდრომებს ზემძიმე რაკეტების მთვარესა და მარსზე გასაშვებად გამოიყენებს, ისევე როგორც დედამიწის ტერიტორიაზე ჰიპერბგერითი ფრენებისთვის.
ჰიპერბგერითი ფრენები SpaceX-ის კიდევ ერთი პროექტია, რომლის მიხედვითაც პლანეტის ერთი წერილიდან მეორემდე მოგზაურობისთვის საჭირო დრო 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ამას მასკი სპეციალური თვითმფრინავებით გეგმავს, რომლებიც ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იფრენენ. სავარაუდოდ, ცდები 2-3 წლის შემდეგ დაიწყება.
მცურავი კოსმოდრომი აქვს რუსულ ავიაკომპანია S7-ს. მას „ზღვის სტარტი“ ჰქვია. კოსმოდრომი 1990-იან წლებში, რუსეთისა და აშშ-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა. ავიაკომპანიამ კოსმოდრომი 2014 წელს შეისყიდა.
#ახალიამბები
#მოგზაურობა
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები