სომხეთში წუხელ 16 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19-ით
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 439 ახალი შემთხვევა, 16 პაციენტი -გარდაიცვალა.
მთლიანობაში COVID-19-ის ეპიდემიის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვმა 678-ს მიაღწია.
თუმცა, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ COVID-19-ით დაავადებული 217 პაციენტი სხვა მიზეზით გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით მთლიანად ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი სომხეთში 24 766-ს შეადგენს.
მაგრამ პარალელურად იზრდება ვირუსული ინფექციისგან განკურნებულთა რაოდენობა. სომხეთში წუხელ განიკურნა 560 პაციენტი, რითაც გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 24766-ს მიაღწია.
„კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთში სახეზეა მცირე დადებითი დინამიკა“, - დაწერა თავის ფეისბუკში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ამასთან ფაშინიანმა კვლავ მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეინარჩუნონ სიფხიზლე და უფრო თანამიმდევრულად დაიცვან ეპიდემიოლოგიური რეკომენდაციები.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30741538.html
#ახალი_ამბები
#twitter