ზუგდიდში მაწანწალა ძაღლებისთვის ძმები ლოგუების ინიციატივით სახლები დაიდგა

Zugdidi Daily

მაწანწალა ძაღლებისთვის ზუგდიდში სახლები დაიდგა ზუგდიდში ორ ლოკაციაზე მაწანწალა ძაღლებისთვის სახლები დაიდგა. იდეის ავტორი და შემსრულებლებიი ძმები, დავით და ზურა ლოგუები არიან. ერთი სახლი ყოფილი ციხის ტერიტორიაზე, წმინდა ნინოს ქუჩაზე, ხოლო მეორე - ეროვნული არქივის მიმდებარედ განთავსდა. სახლებზე შემდეგი წარწერაა განთავსებული " სალამი ყველა მაწანწალას." როგორც გაირკვა, იდეა მის ძმას - ზურას ეკუთვნის, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. მათი თქმით, იდეის განხორციელებაში რამდენიმე მოქალაქე დაეხმარათ. ძმებს იმედი აქვთ, რომ ამ საქმეში სხვა ზუგდიდელი ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას და მცირედ წვლილს მაინც შეიტანენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებაში. #ზუგდიდი #ძმებილოგუები #სალამიყველამაწანწალას #ძაღლი #ოთხფეხამეგორები #zugdididaily