ეკატერინე ტიკარაძე გეგმავს რეგიონებში სამედიცინო პერსონალს შეხვდეს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ჯანდაცვის მინისტრიხვალიდან რეგიონებში, კლინიკების მონახულებას და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებასგეგმავს.
ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალისდაბალ აქტივობას უკავშირდებოდა.
„ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული. პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება პირველი კლინიკა, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.