5 ბიზნესგაერთიანება მთავრობას კრიზისის დასაძლევად გადასადგმელ ნაბიჯებს სთავაზობს

Tbilisi Daily

ბიზნესგაერთიანებები მთავრობას რეკომენდაციით მიმართავენ და კრიზისის დასაძლევად გადასადგმელ 5 აუცილებელ ნაბიჯს სთავაზობენ: 1.სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად; 2.დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღსდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე; 3.შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით; 4.შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე, 6 თვის ვადით; 5.ქონების გადასახდის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით. აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერს საქართველოში მოქმედი 5 ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოცისაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო. #მთავრობა #ბიზნესი #რეკომენდაციები #tbilisidaily y