„პორტუმ“ პორტუგალიის საფეხბურთო თასი მოიგო

Tbilisi Daily

„პორტუმ“ პორტუგალიის საფეხბურთო თასი მოიგო. ფინალში სერჟიო კონსეისაოს მომზადებულმა გუნდმა პრინციპული მეტოქე „ბენფიკა“ 2:1 დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას NDTV Sports-ი ავრცელებს. შეხვედრის 38-ე წუთზე „პორტუს“ მარცხენა მცველი დიასი, ხუთ წუთში კი მწვრთნელი კონსეისაო გაუძევეს. თუმცა, მიუხედავად ამისა, რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი გუნდი მეორე ტაიმში მბემბას დუბლით დაწინაურდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც „ბენფიკამ“ შეძლო ვინისიუსის 11-მეტრიანიდან გატანილი გოლია. ქვეყნის თასი „პორტუმ“ არსებობის ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო.