შიდა ქართლში ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა

Gori Daily

კორონავირუსის 1595 შემთხვევიდან, 563 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, აჭარაში - 389, იმერეთში - 335. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში covid19-ის 69 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 22803 გამოჯანმრთელებულია - 9401 მათ შორის გარდაცვლილია - 178 კარანტინის რეჟიმში რჩება -  4408 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -  1848 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  3155 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #goridaily