ეპიდვითარება შიდა ქართლში

Gori Daily

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდინფიცირებული კრიტიკული პაციენტებიდან 7 აფხაზეთიდან არის, 1 ცხინვალიდან. დღის განმავლობაში შიდა ქართლში 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #შიდაქართლი #ახალიამბები #goridaily