აბაშის რაიონის სოფელ წყემში უკანონოდ მოპარული ხის მასალა ამოიღეს
Zugdidi Daily
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, აბაშის რაიონის სოფელ წყემში განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სასაქონლო ზედნადების გარეშე - 6 კბ.მ ხე–ტყის (დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 22 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო საქონელი ჩამოერთვა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#ახალიამბები
#სამეგრელო
#zugdididaily