ბორის ჯონსონი: რუსეთის ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს კითხვას, რა მოუვიდა ალექსეი ნავალნის

Tbilisi Daily

ბრიტანეთს პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი კითხვას, რა მოუვიდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის . მისი თქმით, ითანამშრომლებენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ უზრუნველყონ სამართლიანობის აღსრულება. მისივე განცხადებით, აღმაშფოთებელია, რომ ნავალნის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ასე ეხმაურება ის გერმანიის მთავრობის განცხადებას იმის შესახებ, რომ ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. #პოლიტიკა #ახალიამბები