რუსეთში მეორე დღეა კოვიდინფიცირებულების რაოდენობა 13 000-ს აჭარბებს
Tbilisi Daily
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 1 313 310-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 125 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 22 722-ს აღწევს. ამასთან, 1 024 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.