აზერბაიჯანული ხალხური ცეკვა ჯანგი და მისი ისტორია

Marneuli Daily

აზერბაიჯანული ხალხური ცეკვა ჯანგი და მისი ისტორია აზერბაიჯანულ ხალხურ ცეკვებს გააჩნიათ ძალიან ძველი ისტორია. ამაზე მეტყველებენ კედლური დამწერლობის ნიმუშები გობუსტანში. პირველ ცეკვებს გააჩნდათ სარიტუალო ხასიათი. შუა საუკუნეებიდან აზერბაიჯანში დაიწყო სხვადასხვა სახის ცეკვების ფორმირება, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. განასხვავებენ ცეკვის შემდეგ სახეობებს: გმირულს, ყოფითს, შრომითს, რელიგიური წესების ხასიათის. დღეს ვისაუბრებთ აზერბაიჯანელების ერთ-ერთ ეროვნულ-ხალხური ცეკვის, ჯანგის შესახებ, რომელსაც ძირითადად კაცები ცეკვავენ. სიტყვა „ჯანგი“ (ან „ჯენგი“) აზერბაიჯანულია და ნიშნავს „საბრძოლოს“. თვითონ ცეკვა — უძველესია, გვაგონებს აზერბაიჯანის გოლიათების ბრძოლას და სრულდება მათ საპატივცემულოდ. ცეკვა გამოხატავს გამოწვევას, კავკასიურ ბრძოლისაკენ. ცეკვა სრულდება ვაჟკაცური სულისკვეთებით, მას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ, დღესასწაულებსა და კონცერტებზე. დღემდე სიტყვა ჯანგის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ სიტყვა „ჯანგი“ წარმოშობილია სიტყვა „ზანგი“-დან. „ზანგი“ ძველი თურქული ოღუზური ტომია. ამ ტომთან დაკავშირებულია ტოპონიმები „ზანგილანი“ (აზერბაიჯანის ზანგილანის რაიონი), „ზანგიბასარი“ (ზანგიბასარის რაიონი, ამჟამინდელი სომხეთის ტერიტორია). აზერბაიჯანში, შემახას რაიონში (ამჟამინდელი გობუსტანის რაიონი) არსებობს ტერიტორია, რომელსაც ჯანგის ეძახიან. ცეკვას ასრულებდნენ ძველ ოღუზურ ტომებს შორის შეტაკებების, აგრეთვე ჭიდაობის, შეჯიბრებებისა და სამხედრო ცერემონიების დროს. აშუღური მელოდიების მსგავსად „ჯანგი“ შექმნილია შურის (მუღამის ერთ-ერთი კილო) საფუძველზე. მისი მუსიკალური ზომაა „ჯანგი“ ასევე სრულდება ძალოვნების შეჯიბრებებზეც. ხასიათის მიხედვით ცეკვა მიეკუთვნება მუსიკალური ნაწარმოებების იმ ჯგუფს, რომელშიც შედიან ცეკვები „კაითაღი“ და „ჰალაი“. სრულდება მეზურნეთა ჯგუფის მიერ #ჯანგი #ხალხურიცეკვა #უმცირესობა #marneulidaily