„ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობის არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მან აღნიშნა, დაიწყო კონსულტაციები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით.
„დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადება დაიწყო თვითმმართველობისარჩევნებისთვის. დაიწყო კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით, მერების კანდიდატები, მაჟორიტარების კანდიდატები, თუ საარჩევნო სიები, ვინც იქნებიან თბილისშიც, რეგიონებშიც. როგორც იცით ახალი თვითმმართველობის კოდექსში, ძალიან სერიოზული ცვლილებები შედის და შესაბამისად, მომზადებას მეტი დრო სჭირდება“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე განსახილველი მეორე თემა იყო ყველა ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ქვეყანაშ დღეს დგას. დიალოგი ოპოზიციასთან, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა ევროკავშირის ელჩი.