თუ არგუმენტები მისაღებია სკოლებში შერეული მოდელის გამოყენებას მხარს დავუჭერთ - მინისტრი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, რეგიონის მასშტაბით რამდენიმე სკოლამ სწავლის შერეული მოდელით გაგრძელების მოთხოვნით მიმართა. მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ სრულიად დისტნაციურ მოდელზე დარჩენის სურვილი ამ ეტაპზე არცერთ სკოლას არ გამოუთქვამს. 'სკოლებმა მოგვამრთეს შერეულ, ჰიბრიდულ მოდელთან დაკავშირებით და ამას აქვს თავისი არგუმენტაცია. ჩვენ ადრეც გავაჟღერეთ, რომ სადაც არგუმენტები მისაღებია ჰიბრიდული მოდელის გამოყენებას მხარს დავუჭერთ ეს ხელს უწყობს პირველ რიგში მოსწავლეთა ნაკადების მობილობის შემცირებას, მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა მოხდეს სკოლებში და ამ მიმართულებით სკოლებთან გვაქვს კონსულტაცია, სრულიად დისტანციურ მოდელზე დარჩენის მოთხოვნით ამ ეტაპზე არცერთ სკოლას არ მოუმართავს'-განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.