აფხაზეთში მოზარდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდებიან

On.ge

აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა. როგორც გამოცემა აფსნიპრესი წერს, მას უკვე აუღეს კორონავირუსზე ანალიზი და პასუხს ელოდებიან. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი აცხადებს, რომ მოზარდი 7 აპრილს, ღამის თორმეტ საათზე საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს და ის ერთ საათში გარდაიცვალა. მათივე მტკიცებით, ბავშვს ბევრი თანდართული ქრონიკული დაავადება ჰქონდა და დიდი ხნის განმავლობაში წოლით რეჟიმზე იყო. #news #politics https://on.ge/story/53766-%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C