თბილისის მერიამ სენაკს მუნიციპალური ავტობუსები გადასცა

Zugdidi Daily

სენაკს ქალაქ თბილისის მერიამ 11 მუნიციპალური ავტობუსი გადმოსცა. ავტობუსები ნოემბრის ბოლოდან მოემსახურებიან მოქალაქეებს და უზრუნველყოფენ მათ დროულ და კომფორტულ გადაადგილებას. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ: "სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა პროექტი მოქალაქეების საჭიროებაზეა გათვლილი და სახელისუფლებო გუნდი მომავალშიც იზრუნებს მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.