ჰარი პოტერის ავტორზე სექსუალურად იძალადეს
Tbilisi Daily
ცნობილი ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი აცხადებს, რომ 20 წლის ასაკში მასზე სექსუალურად იძალადეს.
„ჰარი პოტერის“ ავტორის თქმით, მოძალადემ თავისი სოციალური მდგომარეობით და გოგონას დაუცველობით ისარგებლა. ამასთან, როულინგმა მოძალადის ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა. წარსულის უსიამოვნო ინციდენტზე საუბარი ჯოან როულინგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მას სკანდალური სტატიის (სახელწოდებით, „კოვიდ 19-ის შემდეგ უფრო სამართლიანი მსოფლიო უნდა შევქმნათ ადამიანებისთვის, ვისაც მენსტრუაცია აქვთ“) გამო ტრანსფობიაში დაადანაშაულეს. სოციალური ქსელების მომხმარებლები მწერალს ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების მიმართ უპატივცემულობაში სდებენ ბრალს.
ჯოანროულინგი ძალადობა ჰარიპოტერი