თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მანქანაში ცხედარი იპოვეს

Tbilisi Daily

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მანქანაში იყო, თუმცა დეტალებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ საუბრობენ. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.