საქართველოს ფოსტის ფილიალში ქვეწარმავალი ნახეს
Tbilisi Daily
საქართველოს ფოსტის გურჯაანის ფილიალში, დღეს ქვეწარმავალი იპოვეს. ქვეწარმავალი ერთ-ერთმა თანამშრომელმა შენიშნა, რის შემდეგაც, ფილიალმა მოქალაქეების მომსახურება დროებით შეაჩერა.
თანამშრომლებმა გველი თავადვე მოკლეს და სამუშაო პროცესი აღადგინეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა.
მომხდარ ფაქტზე, საქართველოს ფოსტის გურჯაანის ფილიალში, კომენტარს არ აკეთებენ.
ფოსტის ახალი შენობა გურჯაანში რამდენიმე თვის წინ გაიხსნა.